რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების მიხედვით, საბჭოს კომპეტენციასა და უფლებამოსილებაში შედის:
"მოსაზრებების, წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა და მათ შესახებ წინადადების/მოსაზრების შემუშავება;
გ) მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა;
დ) სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების/წინადადებების შემიშავება;
ე) ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული ღონისძიებების განხილვა და მოსაზრებების წარდგენა", - ნათქვამია დებულებაში.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრთა საქმიანობა ნებაყოფლობითია და არ წაემოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას.