"მათი გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია"

2022-09-04 15:33:29

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის შესახებ მოქალაქეების კრიტიკულ მოსაზრებებს "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კომენტარით გამოეხმაურა.

ქალაქის მერი წერს, რომ საბჭოში შემავალი თითოეული ადამიანის გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანია.

"მოგესალმებით ყველას,

1. ახალგაზრდული საბჭო შეიკრიბება უახლოეს მომავალში.
2.ვინც რომელ წელს არ უნდა მუშაობდეს ყველა აგროვებს გარკვეულ გამოცდილებას და ამას ვერავინ ისწავლის სანამ თავის თავზე არ გამოცდის არ გაივლის, ამ ადამიანებს ჩვენი ქალაქისთვის უმუშავიათ და მათი გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. მორალური კრიზის და მსგავსი შეფასებიბი ძალიან სამწუხაროა ახალგაზრდა ხალხისგან ვისაც პრეტენზია აქვს განათლებაზე და ადამიანობაზე.
და ბოლოს, ჩემთვის ნებისმიერი რაციონალური და ჯანსაღი კრიტიკა, რჩევა, შენიშვნა მისაღებია და არასდროს არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, პარტიულ კუთვნილებას.
მე ვაფასებ მათ გამოცდილებას და მიხარია რომ მოსახლეობასთან და მათთან ერთად მივიღებთ ქალაქისთვის სწორ გადაწყვეტილებებს ქალაქის ახალი განვითარების ეტაპზე!",
- წერს ლაცაბიძე.

თემათან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსთავის მერიამაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მრჩეველთა საბჭოს შექმნის აუცილებლობას თვითმმართველობის შესახებ კანონი არეგულირებს.

"მრჩეველთა საბჭო არის თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი ფორმა, რომლის შექმნის აუცილებლობასაც არეგულირებს თვითმმართველობის შესახებ კანონი.

საბჭოს არცერთი წევრი არ არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და არ იღებს ხელფასს.

კანონის შესაბამისად, საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ, ქალაქში დაგეგმილი პროექტების შესახებ მერს აწვდის საკუთარ პოზიციას და უწევს კონსულტაციას", - ნათვამია განცხადებაში.

ინფორმაციითვის, საბჭოს ახალმა შემადგენლობამ რუსთაველების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები წერენ, რომ მერის სათათბირო ორგანოში ახალგაზრდები უფრო დიდი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები