ძლიერი ხანძარი ტყეში

2022-09-03 19:05:04

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.

როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს.

გავრცელების საფრთხე მოხსნილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.