აშშ-ში მოხვედრის მცდელობისას მექსიკაში 8 ადამიანი გარდაიცვალა

2022-09-03 12:57:30

მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად, მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას 8 მიგრანტი დაიღუპა. სასაზღვრო პატრულმა კი 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო-საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გადარჩენილი 37 პირი ამ დროისთვის დაკავებულია.