თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდა.
წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები "ფარმადეპო"-ს, "ავერსი"-ს, "PSP"-ს, "იმპექსი"-ს, "GPC"-ს, "ფარმსახლი"-ს და "დოიჩე აფთიაქი"-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე: