პური, შაქარი, ხორცი - გაძვირებული პროდუქტები

2022-09-02 14:21:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში, გარკვეულ პროდექტებზე ფასმა მოიმატა:

  • პური და პურპროდუქტები (32.4 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (20.8 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (19.8 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 პროცენტი),
  • თევზეული (13.6 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი).
  • ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 პროცენტით. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.