ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში 23 წლის ბიჭი დაჭრეს.
ახალგაზრდა კაცს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაჭრილი პირის ინფორმაციით, სასწრაფოს მოსვლამდე, სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციის თანამშრომელმა წაიყვანა.
გამოცემის ცნობითვე, შემთხვევა სოფელ სხვილისის ცენტრში 29 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16:30 საათისთვის მოხდა. თანასოფლელმა ს.ი-მ შელაპარაკების შემდეგ 23 წლის აკოფ გიჩიან დაჭრა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე პოლიციელიც იმყოფებოდა.