ქვეწარმავლები რუსთავში

2022-08-31 14:16:00

აგვისტოს თვეში, რუსთავში, ქვეწარმავლების ნახვასთან დაკავშირებით - 11 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, შემთხვევები შემდეგი სახეობის ქვეწარმავლებზე ფიქსირდა:


  • წყლის ანკარა
  • ჩვეულებრივი ანკარა
  • წენგოსფერი მცურავი
  • წითელმუცელა მცურავი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის განმარტებით, ყველა არსებული შემთხვევა, ქალაქის განაპირას, დანაგვანებულ და ბალახიან ტერიტორიებზე დაფიქსირდა.