კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი

2022-08-30 17:07:26

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს.

ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. აღნიშნული ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.