იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს შუა ხნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ფაქტზე შინაგანა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.