შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
მათი განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის ავიაცია.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ, ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში გაჩნდა.