თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე არსებულ იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, უბედური შემთხვევა ღამის 2 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი სარეცხს ფენდა.
როგორც ისინი აღნიშნავენ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ქალს უმძიმესი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.
ცნობისთვის, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.