რუსთავში, რესტორან "ლაზიკასთან" ხმაური იყო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სხვადასხვა სუფრაზე მყოფი არაფხიზელი პირები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჩხუბის მიმდინარეობისას რესტორანთან პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა კი სიტუაციის განმუხტვა დროულად შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. "ლაზიკასთან" უსაფრთხოების მიზნით, იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.