აქცია რუსთავის მერიასთან [video]

2022-08-27 20:20:01

რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მერიის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთავში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გააპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ქალაქის მერი და კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლები მოსახლეობას უნდა შეხვდნენ.

"ქალაქში წყლის პრობლემა დიდი ხანია უკვე დგას და ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას. გასაგებია, გვესმის, რომ დაზიანებებია, არის შესაცვლელი მთელი ქალაქის გაყვანილობა, მაგრამ ვითხოვთ, რომ დროულად აღმოიფხვრას ეს პრობლემა. გაგვესაუბროს მერი, რუსთავის წყლის ადმინისტრაცია დაგველაპრაკოს და გაგვაგებინონ, რა არის მიზეზები ყოველ დღე ან დღეგამოშვებით წყალი რომ არ გვაქვს. იმედია, რომ რაღაც შედეგი ექნება დღევანდელ ჩვენს შეკრებას", - განცხადა აქციის მონაწილემ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები კიდევ ერთი აქციის ჩატარებას ორშაბათს, 18:00 საათზე, კომპანია "რუსთავის წყლის" ოფისთან გეგმავენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები