"კომპანია ,,რუსთავის წყალმა” ქალაქ რუსთავში გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე დაასრულა რთული აღდგენითი სამუშაოები. ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სატუმბო სადგურში ჩატარდა გადაუდებელი, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები.
ამჟამად სატუმბო სადგური მუშაობს სრული დატვირთვით და წყალმომარაგება აღგენილია მე-6,7,8 მიკრორაიონებში, მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, ცურტაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. აბონენტებისთვის წყლის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მე-12, 17,18,19, 21 მიკრორაიონებსა და ჭყონდიდელის დასახლებაში წყალმომარაგება სრულად 15:00 საათისთვის აღდგება.
,,რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის."