რუსთავის ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება.
კომპანია რუსთავის წყალის დაანონსებით, წყალმომარაგება ქალაქში, გუშინ, ღამის საათებში უნდა აღმდგარიყო, თუმცა ამ დრომდე ქალაქის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
როგორც "ინფო რუსთავს", კომპანიაში განუცხადეს, წყალსადენის ქსელზე განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, გარკვეულ მისამართებზე წყალმომარაგება აღდგა, თუმცა ქსელზე არსებული სხვა დაზიანების გამო, ქალაქის ნახევარს წყალი კვლავ არ მიეწოდება.
კომპანიის განცხადებით, სადიაგნოსტიკო სამუშაობი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
"რუსთავის წყალი" - ს წარმომადგენლები წყლის აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასეხელებენ, მათი ინფორმაციით, წყლის მიწოდების სრულად აღდგენა დღეს, დღის განმავლობასი მოხდება.