რუსთაველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

2022-09-02 10:09:59

რუსთაველ სტუდენტები, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავისთვის" მერიიდან მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის საფეხურზე ჩარიცხული პირები, აკადემიური მოსწრების შესაბამისად.

ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები ფინანსდებიან:

ა) 81 ქულიდან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;

ბ) 90 ქულიდან 95 ქულამდე არაუმეტეს 1000 ლარით;

გ) 95 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.

პროგრამა ითვალისწინებს სწავლის დაფინანსებას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით, ხოლო თანხის ათვისება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ მომართვის საფუძველზე, თუმცა, მეორედ მომართვის შემთხვევაში სემესტრის საშუალო აკადემიური ქულა საჭიროა იყოს გაუმჯობესებული, რათა იძლეოდეს დამატებითი თანხის ათვისების შესაძლებლობას ლიმიტის ფარგლებში.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები ფინანსდებიან:

85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით(წელიწადში ერთხელ);

თუკი სტუდენტი, ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მაშინ, მან დაფინანსების მისაღებად, ქალაქის მერის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება.

ასევე წარმოადგინოს:

1. ქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

2. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ;