1-ელ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება : 27 აგვისტო + 35 °C, 28 აგვისტო + 36 °C, 29 აგვისტო + 30 °C, 30 აგვისტო + 31 °C.