დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

2022-08-25 13:12:13

კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლები და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე გაგარინის ქუჩაზე, დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნენ.

როგორც "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თემურ ჯანაშვილმა განაცხადა, სამუშაოების დარულება დაალოებით 24-30 საათი დასჭირდებ.

"გამთენიისას დაზიანდა 800 მილიმეტრიანი მაგისტრალური ქსელი. პრობლემა ისაა, რომ მილზე ზევიდან სანიტარული ზონების დაცვის გარეშე აშენებულია შენობა, რაც ართულებს ავარიულად აღდგენით სამუშაოებს. შესაბამისად, ერთადერთი ალტერნატივაა ამ შენობაზე მაგისტრალური მილის შემოტარება. სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, სრულად 24-30 საათი გაგრძელდება.

დამატებით, ჩვენ მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდით სამუშაოების მსვლელობათან დაკავშირებით, ასევე მობილიზებული გვეყოლება სასმელი წყლის ცისტერნები, რომელიც შეიძლება, რომ დარეკოს მოსახლეობამ ცხელ ხაზზე და ასე გამოიძახოს. კონკრეტულადაც გვექნება მისამართები მითითებული, თუ სად იდგებიან სასმელი წყლის ცისტერნები", - განაცხადა თემურ ჯანელიძემ.

"ინფო რუსთავმა" ჯანელიძეს ჰკითხა, რატომ ვერ ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს ჯეროვნად და რა არის ბოლო დროს ქალაქში წყალმომარაგების გახშირებული შეწყვეტის მიზეზი. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ზაფხულის დღეებში წყლის მაქსიმალური დატვირთვით გამოყენებაა.

"მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის პერიოდში ძალიან დატვირთულად ხდება სასმელი წყლის გამოყენება. ფაქტიურად, არანორმალური ხარჯებია, მით უმეტეს ისეთი ტემპერატურების დროს, როცა 35 და პლიუს გრადუსებია. არის გარკვეული მონაკვეთებში შესაცვლელი ქსელები, რომელზეც, რა თქმა უნდა, დაიგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამასთან დაკავშირებით წლის ბოლოსკენ უფრო დეტალურად შეგვეძლება ვისაუბოთ, თუ რა რაოდენობის ინვისტიციების განხორციელაბას შეძლებს რუსთავის წყალი, რომ მომდევნო წლებში ქალაქ რუსთავის აბონენტებმა გაცილებით უფრო ხარისხიანად მიიღონ წყალმომარაგება", - აცხადებს ჯანელიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები