374 დაღუპული ბავშვი

2022-08-24 11:08:25

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 374 ბავშვია დაღუპული, 723-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 388, ხარკოვის ოლქში - 202, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ნიკოლაევის ოლქში - 65, ლუგანსკის ოლქში - 61, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 41.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.