ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-08-23 15:57:24

გორი-ტყვიავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდება.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 22 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.