"გუშინ პარკში Რომ ვისვენებდი მკითხეს უკრაინელი ხარო?
- არა ქართველიმეთქი.
"კვარა"? -Მკითხეს გაბადრული სახით.
Si,si "Kvara"- ვუპასუხე ღიმილით.
საღამოს ბაბუამ მოზღვავებული სიხარული შემნიშნა და რა მოხდაო მკითხა.რაღა რა მოხდა კვარამ ორი გოლი გაიტანამეთქი.
Გაიცინა - როდის აქეთ გახდი ფეხბურთის ფანიო.
ახლა, რაც "კვარა" ჩამოვიდა ნაპოლშიმეთქი.
- რატომო ქართველი რომაა მაგიტომო?
- კი.რათქმაუნდა.ახლა გაიგეს იტალიელებმა სინამდვილეში ვინ ვართ ქართველები - ვიცინი.კვარადონას ეძახიან ნაპოლიტანელებითქო.
- ოო.. ეს უკვე სერიოზული ამბავიაო ბებიამ .აქამდე მარადონასთან არავინ შეუდარებიათო.
ვითომ ხუმრობით ვსაუბრობდით .მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო. მოკლედ ამ 21 წლის ბიჭმა შეძლო და თავი ამაყად აგვაწევინა აქაურ ემიგრანტებს.