ატმოსფეროში მყარი ნაწილაკების [PM 10 და PM 2,5] კონცენტრაცია რუსთავში დასაშვებზე ბევრად მაღალია. მონაცემები ჰაერის ხარისხის პორტალ air.gov.ge-ზეა ასახული და მისი ნახვა ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.
22 აგვისტოს მონაცემებით, ასევე ძალიან ცუდია ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოს 2 ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში.