ხვიჩა კვარაცხელიას გზა "რუსთავიდან" "ნაპოლამდე" [photo]

2022-08-17 14:54:22

შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის ცნობილი არ იყოს, რომ საამაყო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უკვე საერთაშორისო წარმატებებით ახარებს გულშემატკივარს, 2018 წელს რუსთავის "რუსთავის" მოთამაშე იყო. ამ პერიოდში, გუნდი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა.

ახალგაზრდა სპორტსმენის გამორჩეული ნიჭიერება, ვინც კი მას ამ ქალაქში თვალს ადევნებდა, უყურადღებოდ არავის დარჩენია. მწვრთნელები სპორტსმენს დიდ მომავალს ჯერ კიდევ ამ დროიდან უწინასწარმეტყველებდნენ.

კვარაცხელიამ საქართველოში, ჯამში, 3 გუნდში: ბათუმის დინამოში, თბილისის დინამოსა და რუსთავში ითამაშა, ყველაზე მეტი - 18 თამაში კი სწორედ "რუსთავის" მაისურით ჩაატარა.

ამ ქალაქის საფეხბურთო ისტორიაში მის მიერ გატანილი 3 გოლი და ჩაწოდებული 3 საგოლე პასი იწერება.

"ინფო რუსთავი" ექსკლუზიურად გიზიარებთ ფოტოგრაფ მალხაზ სვანიძის მიერ გადაღებულ აქამდე უცნობ ფოტოებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები