რუსთავის მერია რუსთავის წყალს მიმართავს

2022-08-17 14:14:23

ქალაქის წყალმომარაგების სფეროში შექმნილი  მდგომარეობის გამო, მივმართავთ კომპანია "რუსთავის წყალს", უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს არსებული სიტუაციის გამოსწორებას.

ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი ამ თემაზე კომპანიის წარმომადგენლებთან, მოსმენილი გვაქვს არაერთი არგუმენტი, კარგად ვაცნობიერებთ  იმ ტექნიკურ სირთულეებსაც რის წინაშეც კომპანია დგას, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებთ მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას სასმელი წყლის მიწოდების, უკვე თითქმის სისტემატიური შეფერხების გამო.

ველოდებით რეალურ გეგმას კომპანია "რუსთავის წყლისგან", რომელიც ბოლო პერიოდში, რუსთავის სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულებას ვერ ასრულებს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.