გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. სამუშაოები ითვალისწინებს, ნაწილობრივ სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილების და კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი. პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.