ერევანში ძლიერი აფეთქება მოხდა

2022-08-14 15:04:59

ერევანში, სავაჭრო ცენტრში "სურმალუ" ძლიერი აფეთქება მოხდა.

ოფიციალური ცნობით, არიან დაშავებულები, თუმცა ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის. ტელეგრამ ჯგუფებში გავრცელებული ცნობებით, შენობის ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ არ სახელდება.