საავტომობილო საცობი მაგისტრალზე

2017-10-02 10:25:13

საავტომობილო საცობია რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. ფონიჭალა-ორთაჭალის საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია. არსებული ინფორმაციით გზის სავალი ნაწილის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მგზავრებს და მძღოლებს საავტომობილო საცობში დაახლოებით 30-40 წუთი უწევთ. მძღოლების ნაწილს მგზავრევი რუსთავიდან ლილოს შემოვლითი გზით გადაჰყავთ თბილისში. ასევე პრობლემებია იმ სადგურებზე საიდანაც მიკროავტობუსები თუ მინივენები მგზავრებას ემსახურებიან, ამ დრომდე ადგილზე ათეულობით რუსთაველი ელოდება ტრანსპორტს.