ლარის კურსი დღეს

2022-08-10 19:22:18

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2 პუნქტით გამყარდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.71 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.70 ლარად შეგიძლიათ.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

"10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.