ავარია რუსთავის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა

2022-08-07 00:11:39

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაგისტრალზე მოძრავ მოტოციკლისტმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა და გადმოვარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდათ.

მაგისტრალზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი 40 წლამდე რუსთაველი მამაკაცია.