რაგბის ბავშვთა ფესტივალი რუსთავში (ფოტოები)

2017-10-01 16:40:24

რუსთავის სარაგბო სტადიონზე რაგბის ბავშვთა ფესტივალი - დავით ზირაქაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირში 12-წლამდე ასაკის მორაგბეთა 15 გუნდი მონაწილეობდა.
ფესტივალის დასასრულს ორგანიზატორებმა საუკეთესო მოთამაშეები და კაპიტნები გამოავლინეს. გუნდებს შორის კი პირველი ადგილის მფლობელი "ლელო" გახდა,   მე-2 ადგილი "ხომლიმ", მე-3 ადგილი კი "აკადემიამ" დაიკავა.

ტურნირში მონაწილე გუნდები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვდნენ, პირველ ადგილზე გასულ გუნდს კი საჩუქარი დავით ზირაქაშვილის ოჯახის წევრებმა პირადად გადასცეს.

ვეტერანი ბორჯღალოსანის სახელობის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა.