რუსთავში მამაკაცმა ტაქსისტს ფული გამოართვა და მიიმალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 50 წლამდე რუსთაველმა მამაკაცმა თბილისში ტაქსი გამოიძახა და რუსთავში წაყვანა სთხოვა. მგზავრმა ტაქსის მძღოლს უთხრა რომ თანხა არ ჰქონდა და მისთვის იქნებ ფული ესესხებინა, რუსთავში რომ ჩავიდოდნენ ნასესხებ თანხას და მგზავრობის ღირებულებას ერთად დაუბრუნებდა. ტაქსისტმა მამაკაცს თანხა, 70 ლარამდე ასესხა. მგზავრმა აღნიშნული თანხით გზად, მაღაზიაში გარკვეული პროდუქტები იყიდა და ავტომობილს დაუბრუნდა. ტაქსის მძღოლმა მგზავრი რუსთავში მითითებულ მისამართზე მიიყვანა. მამაკაცმა მძღოლს უთხრა დალოდებოდა და ჯამში 100 ლარამდე თანხას მიუტანდა. მძღოლი დიდხანს ელოდა რომ მას მგზავი თანხას მიუტანდა, თუმცა დაახლოებით 1 საათის შემდეგ მიხვდა რომ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.
ტაქსის მძღოლმა აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
რუსთავის პოლიციამ მიმალული მამაკაცი მალევე ნახეს და დააკავეს. მომხდარზე გამოძიება ს.ს.კ-ის 180-ე მუხლით დაიწყო რაც თაღლითობას გულისხმობს.