საქართველოში საწვავის ფასმა რამდენიმე თეთრით მოიმატა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი 4-7 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულზე 10 თეთრამდე გაძვირდა. საწვავზე ფასის მომატებას ექსპერტები ლარის კურსს და საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ.