"ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)

2017-09-30 17:20:49

"ქართული ოცნებამ" ქვემო ქართლში მერობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში კოსტავას გამზირზე, ქვემო ქართლის შვიდი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება,  გარდაბნის რამაზ ბუდაღაშვილი, ბოლნისის დავით შერაზადიშვილი, დმანისის გიორგი ტატუაშვილი, წალკის ილია საბაძე, თეთრიწყაროს გიორგი ქორიძე, მარნეულის მერობის კანდიდატი კი თემურ აბაზოვი იქნება. ნახეთ ვიდეო.