რუსთაველი სამხედრო დაკრძალეს (ვიდეო)

2017-09-30 15:43:23

საქართველოს სახმელეთო საზღვარზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი რუსთაველი სამხედრო დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიიიდან გამოასვენეს.

უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე 25 სექტემბერს ლაგოდეხში პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გაზის ბალონის აალების შედეგად დაიღუპა.

ლეიტენანტის დაკრძალვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის მაჟორიტარი დეპუატატები,  ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერის მოადგილე ესწრებოდნენ. ლაშა ჩუბინიძეს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ნახეთ ვიდეო.