მარნეულში საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს ორი შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცები ეზოში საკანალიზაციო ჭას თხრიდნენ, როდესაც ერთ-ერთი უჰაერობისგან შეუძლოდ გახდა, მის დასახმარებლად მეორე ჩავიდა და ორივე მათგანი დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ცხედრები გადასვენებული ექსპერტიზის ბიუროში.