გუდაურში რუსთავის სასწრაფოს ექიმი დაიღუპა [photo]

2022-07-30 00:04:33

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გუდაურში უბედურ შემთხვევას რუსთავის სასწრაფოს ექიმი ემსხვერპლა.

გიორგი ვენეცკი 45 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ექიმი 29 ივლისს სამაშველო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც ვერტმფრენმა წონასწორობა დაკარგა და ხევში ჩავარდა.

გიორგი ვენეცკი რუსთავის გადაუდებელი სასრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 2016 წლიდან მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია სამაშველო ოპერაციის დროს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.