საქართველოს მასშტაბით, უძრავი ქონების ტრანზაქციები 2022 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა და ამ საანგარიშო პერიოდში 15 483 ტრანზაქცია დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას “TBC Capital" ავრცელებს.
მათივე ცნობით, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 8%-ით არის გაზრდილი და 1კვ.მ.-ზე საშუალო გასაყიდი ფასი 756 აშშ დოლარს შეადგენს.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში, ასევე, საუბარია, თუ რომელ ქალაქებში გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად. ამ მიმართულებით ზუგდიდი ლიდერია, ქალაქში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 40%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 ქალაქი, სადაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:
ზუგდიდი - 40%;
ქობულეთი - 32%;
ქუთაისი - 20%;
ფოთი - 19%;
რუსთავი - 9%.