სად შეგიძლიათ რუსთავში ბუსტერ დოზით აცრა

2022-07-23 18:25:20

რუსთავში ბუსტერ დოზით აცრას ნებისმიერ ამცრელ პუნქტში შეძლებთ.

"ინფო რუსთავს" კითხვით, სადაა შესაძლებელი ბუსტერიზაცია, რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელს, დავით იშხნელს მივმართეთ.

იშხნელი ასახელებს, რომელ ამცრელ პუნქტში კვირის რომელ დღესაა ვაქცინაცია შესაძლებელი.

"ფაიზერით" აცრას შეძლებთ:

სამშაბათი, ხუთშაბათი - ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო;
ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - #4 საჯარო სკოლაში არსებული ამცრელი პუნქტი;
სამშაბათი, პარასკევი - რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი.

"სინოვაკითა" და "სინოფარმით" კი:

ყოველდღე - #1 დიაგნოსტიკური ცენტრი;
სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი - #2 დიაგნოსტიკური ცენტრი.

თუმცა, იშხნელი აცხადებს, რომ: "სიტუაცია ისეთია, თუ ვინმე მივა არა აცრის დღეებშიც, მზად არიან, რომ აცრები გააკეთონ, იმდენად შემცირებულია ტენდენცია".