ავარია ჩქაროსნულ მაგისტრალზე (ფოტო)

2017-09-29 16:49:53

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი ჯერ გზაზე მიმავალ სხვა სატვირთოს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მარცხენა მხარეს გადავიდა და ბეტონის შემაკავებელ ჯებირთან „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შეგახსენებთ, რომ ავარია რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დღეს დილითაც მოხდა.