რუსთაველმა კაცმა ლოტოში 87 112 ლარი მოიგო [video]

2022-07-20 18:07:31

რუსთაველმა ნოდარ ბერუაშვილმა ლოტო 5/35-ში 87 112 ლარი მოიგო. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ლოტოში გამარჯვებულმა განუცხადა, 8 ივლის ე.წ. სტამბულის ბაზარზე საოჯახო საქმის გამო იმყოფებოდა. სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ დარჩენილი ხურდით კი მიმდებარე ტერიტორიაზე ლოტოს ჯიხურში გათამაშების ბილეთი იყიდა.

მისი თქმით, მომგებიან ციფრებს შორის მნიშვნელობა მხოლოდ 5-ს და 8-ს ჰქონდა. 5 იმიტომ რომ გათამაშებას ლოტო 5/35 ჰქვია, 8 კი იმიტომ, რომ ბილეთი 8 ივლისს შეიძინა. დანარჩენი სამი ციფრი კი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია.

"პარასკევი დღე იყო, 8 ივლისი, ჩემს საქმეზე გავედი ე.წ. სტამბულის ბაზარზე. მიმდინარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე ჯიხური, ერთ-ერთთან მივედი და შევავსე. გათამაშება იმავე დღეს იყო და მოვიგე. გათამაშებისთვის არ მიყურებია, მოგვიანებით შევდივარ ხოლმე, სისტემატურად არა, მაგრამ მაინც ვთამაშობდი ხოლმე და მერე გვიან ვამოწმებდი ხოლმე. მოგების მერე, რომ გითხრათ ვიხტუნავე თქო არა, ჩვეულებრივ შევხვდი. პირველი ორი ციფრი 5 და 8 დავამთხვიე, დანარჩენი სამი არა, არც კი მახსოვს რა იყო. 5 იმიტომ, რომ 5/35-დან არის ოქროს ბურთი, რვა კი იმიტომ რომ 8 რიცხვი იყო",- განუცხადა ნოდარ ბერუაშვილმა.

ნოდარ ბერუაშვილია წლებია ლოტოს თამაშობს და მაქსიმალური თანხა, რაც მანამდე მოუგია, 1300 ლარი იყო. ამბობს, რომ ახლა მოგებულ ფულს მხოლოდ ოჯახს მოახმარს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები