რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში დაკარგული ტელეფონი ასაკოვანმა კაცმა და ავტობუსის მძღოლმა პატრონს დაუბრუნეს.
ამის შესახებ ელისო კობახიძე ფეისბუქზე რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში წერს.
"რუსთავში ბევრი კეთილი ადამიანი რომ ცხოვრობს, ეს მანამდეც ვიცოდი. დღეს კიდევ ერთ ასეთ ადამიანს შევხვდი, რომელმაც ისეთი რამ გააკეთა რასაც ყველა ნამდვილად არ გააკეთებდა. ჩემმა გოგომ დღეს დაკარგა ტელეფონი და როცა მიხვდა, რომ თან აღარ ჰქონდა, უკვე ცოტა გვიანი იყო. ავტობუსიდან ცოტახნის ჩამოსული ვიყავით(სავარაუდო იყო, რომ იქ დარჩებოდა მაგრამ ავტობუსის დევნაც ნამდვილად გვიან იყო). მოკლედ როგორც ხდება ხოლმე დავიწყეთ რეკვა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც აღმოჩნდა ტელეფონი ბავშვებმა იპოვეს, რომლებიც ჩვენს შემდეგ ავიდნენ ავტობუსში.
ეს დაინახა ერთმა კეთილმა მოხუცმა, რომელიც მიხვდა, რომ ტელეფონი არა ამ ბავშვების არამედ ჩვენი იყო. როგორც ჩვენამდე მოაღწია ამ ამბავმა, ბავშვები არც ისე ადვილად დანებებულან და უცდიათ ტელეფონი დაეტოვებინათ. კეთილმა მოხუცმა კი ჩვენი ტელეფონი გამოართვა ბავშვებს და ავტობუსის მძღოლს (კონკრეტულად #4 ავტობუსის) გადასცა. ახლა რატომ მოვყევი ამხელა ამბავი. მინდა ძალიან ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მოხუც ბაბუას და ავტობუსის მძღოლს, რომლებმაც დაგვიბრუნეს ტელეფონი.
თუ ამ პოსტს მათი ნაცნობები მაინც წააწყდებიან მინდა იცოდნენ, რომ საამაყოა მათნაირი თუნდაც თანამოქალაქე რომ გვყავს რუსთავში",- წერს ელისო კობახიძე.