ქუთაისის აეროპორტი 2 კვირით დაიხურება

2022-07-19 18:25:31

ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით დაიხურება, ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები, რომელიც ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს ჩაუტარდება. დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია.

ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავადვე მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

"იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია. გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს, რის გამოც ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.

დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება," - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.