2022 წლის 1 მაისიდან საქართველოში პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება გაძვირდა.
პირადობის საფასური 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე. ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტარმა დავით უსუფაშვილმა მთავრობას სადეპუტატო კითხვით მიმართა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხიდან ირკვევა, რომ ტარიფების ცვლილება ამ დოკუმენტების წარმოების თვითღირებულების გაძვირებამ განაპირობა.
კერძოდ, პირადობის მოწმობის თვითღირებულება 44 ლარს, პასპორტის თვითღირებულება კი 98 ლარს შეადგენდა.