ძლიერი აფეთქების ხმა რუსთავში

2022-07-19 11:40:02

რუსთავში დაახლოებით 11:29  საათისთვის მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მცირე ბიძგებიც მოჰყვა.

აფეთქების ხმასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

მოსახლეობის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოდიოდა, სადაც სწავლებები მიმდინარეობს.