რუსთავში ისტორიის გამოცდაზე 45 აბიტურიენტი არ მივიდა

2022-07-18 19:16:25

რუსთავის საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდა დღეს ისტორიაში ჩატარდა, რომელზეც 45 აბიტურიენტი არ გამოხადდა.

როგორც "ინფო რუსთავს"  რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდაზე დარეგისტრირებული 388 აპლიკანტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 369 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 389-დან 363 მივიდა.

მისივე თქმით, გამოცდის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა დაგვიანების ან მოხსნის შემთხვევა და პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები