ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობას შეხვდა

2017-09-28 20:15:31

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ირაკლი ტაბაღუა მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მე-12 მიკრორაიონის და მეგობრობის მეორე გასასვლელის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ირაკლი ტაბაღუამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მოსახლეობა მერობის კადიდატს უფასო მედიკამენტების პროგრამის შესახებ ესაუბრა. პენსიონერების თქმით, წამლები, რასაც ისინი უფასოდ იღებენ მათთვის ძალიან მცირეა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა სტუდენტებისთვის მგზავრობის შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესახებაც ისაუბრეს. ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მერად არჩევის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. "ქართული" ოცნების" მერობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებაზე.

®