მხარის გუბერნატორი პედაგოგებსა და რუსთაველ მწერალს შეხვდა

2017-09-28 17:54:08

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, რუსთაველ მწერალსა და ჟურნალისტს, გივი ჯახუას 85 წლის იუბილე მიულოცა. რუსთაველ მწერალს გრიგოლ ნემსაძემ ნაყოფიერი საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

 დღესვე მხარის პირველმა პირმა შეხვედრა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებთან გამართა.რეგიონის პირველმა პირმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან, სკოლებში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.