ავარია გაჩიანის ხიდთან (ვიდეო)

2017-09-28 10:43:01

ავტოსაგზაო შემთხვევა გაჩიანის ხიდთან დაახლოებით 10 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჰონდა"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით რუსთავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო რის გამოც მძღოლები შემოვლითი, გზით (გაჩიანი-ლილოს გზა) სარგებლობდნენ. შემთხვევა გაჩიანის ხიდთან მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანის "კლინიკა რუსთავში" გადაყვანა მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.