რუსთაველმა რეპერმა ეკუნა ყანჩაველმა ზაფხულში ახალი კლიპი გადაიღო. სიმღერა ეკუნას ეკუთვნის ვიდეოზე მუშაობა კი სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ვიდეოს ძირითადი სცენები ბათუმში არის გადაღებული. კლიპზე მუშაობა 5 დღე მიმდინარეობდა და მისი რეჟისორი სტუდია HaruTune არის. სიმღერაში საუბარია გაქცევაზე და ბედნიერი ცხოვრების ძიებაზე. ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ.